27 დეკემბერი 2024,   03:17
ვრცლად
"41 მომწონს ზემოდან" - ნაძვის ხეზე წინასარჩევნო სლოგანზე კრიტიკას კალაძე ეხმაურება

„ქართული ოცნების“ ფერებში განათებულ ნაძვის ხესთან დაკაშირებული კრიტიკა, თავად თბილისს მერს ღიმილს ჰგვრის. კახა კალაზე ამბობს, რომ პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად, ყველამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ თბილისი გახდეს სიცოცხლით სავსე ქალაქი.

„41 მომწონს ზემოდან. ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ ყველამ ერთად, მიუხედავად პოლიტიკური შეხედულებებისა, რომ ჩვენი ქალაქი გახდეს სიცოცხლით სავსე. მე მგონია, რომ ამის წინააღმდეგი არავინ იქნება. არც თუნდაც ყველაზე მარგინალური ჯგუფი, როგორიც არის „ნაციონალური მოძრაობა“. მე მგონია, რომ მათაც ექნებათ სურვილი იმისა, რომ ჩვენი ქალაქი უახლოეს მომავალში იყოს სიცოცხლით სავსე,“ - განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ თავისუფლების მოედანზე, საახალწლო მთავარი ნაძვის ხე „ქართული ოცნების“ ფერებით გაანათეს. მთავარ საახალწლო ატრიბუტიკას კახა კალაძეს საარჩევნო სლოგანი „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ ახლავს.

პოლიტიკური ნაძვის ხის ფოტოები დღეს სოციალურ ქსელში გავრცელდა, რასაც საზოგადოების უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.  

 

ავტორი: თაკო სურგულაძე

დღის ამბები