27 დეკემბერი 2024,   03:11
ვრცლად
ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ პალესტინის დედაქალაქად აღმოსავლეთ იერუსალიმი გამოაცხადა

ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციამ პალესტინა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარა და მის დედაქალაქად აღმოსავლეთ იერუსალიმი გამოაცხადა. გაერთიანებამ, რომელიც 57 ისლამურ ქვეყანას აერთიანებს, გადაწყვეტილება საგანგებო სამიტზე სტამბოლში მიიღო.

შემაჯამებელ კომუნიკეში აღნიშნულია, რომ აღმოსავლეთ იერუსალიმი პალესტინის დედაქალაქია და ისრაელის მიერაა ოკუპირებული.

სამიტს თურქეთის პრეზიდენტი მასპინძლობდა, რომელმაც იერუსალიმის პალესტინის დედაქალაქად აღიარებისკენ საერთაშორისო თანამეგობრობასაც მოუწოდა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ისრაელს ტერორისტული სახელმწიფო უწოდა და დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შეცვლისკენ მოუწოდა.

თურქეთის ლიდერს მიაჩნია, რომ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღირებით, ვაშინგტონმა ფეხქვეშ გათელა საერთაშორისო ნორმები. ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ გაეროს 196 წევრი ქვეყანა იერუსალიმთან დაკავშირებით სწორ პოზიციას დააფიქსირებს.

დღის ამბები