22 დეკემბერი 2024,   06:19
ვრცლად
„უცნობის“ ბრალდებებს პრემიერი ულტიმატუმით პასუხობს - კვირიკაშვილი ყოფილი მეგობრისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს

მთავრობის მეთაური გიორგი გაჩეჩილაძისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს. "უცნობის" ბრალდებებს გიორგი კვირიკაშვილი ულტიმატუმით პასუხობს. პრემიერი ამბობს, რომ თუ გაჩეჩილაძის ბრალდებები დადასტურდება, ის მზად არის, პოსტი დატოვოს. თუმცა თუ ასე არ მოხდა, მაშინ პრემიერმინისტრი ყოფილი მეგობრისგან ბოდიშს ელოდება.

"უცნობისა" და პრემიერის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც გიორგი გაჩეჩილაძის სიძის ფირმას „სიტროენ ჯორჯიას“ ჯანდაცვის სამინიტროს ტენდერში დისკვალიფიკაცია მიანიჭეს.

გაჩეჩილაძის თქმით, ტენდერის პირობები მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის კომპანიებს საგანგებოდ მოარგეს. მან პრემიერმინისტრს მოუწოდა, საკითხით დაინტერესებულიყო, 

გიორგი კვირიკაშვილმა დღეს განმარტა, რომ საკითხის შესწავლა უკვე დაავალა შესაბამის პირებს, თუმცა გიორგი კვირიკაშვილი დარწმუნებულია, რომ გაჩეჩილაძის ბრალდებები უსაფუძვლოა. ის "უცნობს" სთხოვს, შეურაცხყოფისთვის ბოდიში არა მხოლოდ მას, არამედ ტარიელ ხეჩიკაშვილს და მთავრობის სხვა წევრებსაც მოუხადოს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები