27 დეკემბერი 2024,   04:06
ვრცლად
უკრაინის პროკურატურა ლუცენკოს შესაძლო გადაყენების შესახებ გავცელებულ ინფორმაციას უარყოფს

უკრაინის გენერალური პროკურატურა იური ლუცენკოს შესაძლო გადაყენების შესახებ მედიით გავცელებულ ინფორმაციას უარყოფს. უწყების სპიკერის, ანდრეი ლისენკოს განცხადებით, ცნობები ხელმძღვანელობაში მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

მისივე თქმით, გენერალურ პროკურატურას აპელაცია მიხეილ სააკაშვილისთვის გამოტანილ განაჩენზე ჯერ არ შეუტანია და საამისოდ 5 დღიანი ვადა აქვს.

ლისენკომ სატელეფონო საუბრის ჩანაწერებზეც ისაუბრა, სადაც უწყების მტკიცებით, მიხეილ სააკაშვილი და რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი სერგეი კურჩენკო ფიგურირებენ. მისი თქმით, გენპროკურატურას კიდევ უამრავი ჩანაწერი აქვს და მხოლოდ ნაწილი გამოქვეყნდა.

ამ თემაზე ერთ-ერთმა უკრაინულმა არხმა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და გაარკვია, რომ ფირი დამონტაჟებულია. კიევის დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ცენტრის სპეციალისტი აცხადებს, რომ ფრაგმენტები სხვადასხვა საუბრიდანაა აღებული, შესაბამისად ის სასამართლოზე მტკიცებულებად ვერ გამოდგება.

„თუ შევხედავთ ხმის დინამიკურ სპექტოგრამას, რაც უფრო მუქია ფერი, მით უფრო მაღალია ამპლიტუდა. შეიძლება ზუსტად ვერ მიაწებეს. აი. მაგალითად. სადაც ხარკოვის აღებას ახსენებენ. რა კავშირშია ეს საუბრის დანარჩენ ფრაგმენტებთან? შეიძლება ერთი, მთლიანი საუბარიც იყო და იქიდან ამოიღეს რაღაც არაინფორმატიული ნაწილები, მაგრამ, ჩემი აზრით, ფრაგმენტები სხვადასხვა საუბრიდანაა,“- განაცხადა დამოუკიდებელი სასამართლო-ექსპერტმა, კირილ უსკოვმა. 

დღის ამბები