27 დეკემბერი 2024,   03:19
ვრცლად
ოცნების ფერი და პოლიტიკური სლოგანი - კახა კალაძე მომხრეა, ნაძვის ხეს N41 ეწეროს

თბილისის მთავარი ნაძვის ხე მოქალაქეების და ოპოზიციის კრიტიკის საგანი გახდა. დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით ახალი წლის მთავარი ატრიბუტიკა "ქართული ოცნების" ფერით განათდა და მას თან კახა კალაძის საარჩევნო სლოგანი „სიცოცხლით სავსე ქალაქი“ ახლავს.

მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის მერიის გადაწყვეტილება მიუღებელია. ამბობენ, რომ ჯერ თბილისი სიცოცხლით სავსე არ არის და ამასთან, ახალი წლის სიმბოლო პოლიტიკურ კონტექსტში არ უნდა განიხილებოდეს.

ოპოზიცია მერიის გადაწყვეტილებას მოქალაქეების დაცინვად აღიქვამს.

თავად დედაქალაქის მერი ნაძვის ხეზე დატანილ სლოგანთან და ფერებთან დაკავშირებულ კრიტიკას ღიმილით ხვდება და აცხადებს, რომ მას მოსწონს, N41 ნაძვის ხეზე ეწეროს. 

 

ავტორი: თაკო სურგულაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები