27 დეკემბერი 2024,   03:17
ვრცლად
უცნაური საჩუქარი საახალწლოდ - ბულგარული წიწაკა კარალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებლებს

კარალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ 500-მდე ოჯახს მთავრობის წარმომადგენელმა საახალწლო საჩუქრად ბულგარული წიწაკა გადასცა.

უცნაური საახალწლო საჩუქარი კარალეთის დევნილთა დასახლებაში 2 დღის წინ მიიტანეს. ადგილობრივების ინფორმაციით, ძღვენი მუნიციპალიტეტმა სადღესასწაულოდ გაიღო, თუმცა რა პრინციპით შეარჩიეს საახალწლოდ წიწაკა მათთვის დღემდე ამოუცნობია. მოსახლეობა იმდენად გაღიზიანდა, რომ მის აღებაზე ზოგმა საერთოდ უარი თქვა.

კარალეთში მცხოვრები დევნილებისთვის გაგზავნილი საახალწლო საჩუქარი ყველას არ შეხვედრია. 5 კილო წითელი წიწაკის აღებას ზოგი დღეს გეგმავდა, თუმცა ვერ მოახერხეს, რადგან ნაჩუქარი ბულგარულის მარაგი ამოიწურა.

ახალ წლამდე 18 დღეა დარჩენილი. კარალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ 500-მდე ოჯახს, რომელთა ნაწილი მძიმე სოციალურ პირობებში ცხოვრობს, იმედი აქვს, რომ საახალწლოდ ხელისუფლება წითელი ბულგარული წიწაკის იმედად არ დატოვებს.

დღის ამბები