27 დეკემბერი 2024,   04:09
ვრცლად
ქართული მართლმსაჯულების მიმართ უნდობლობა - მიხეილ სააკაშვილმა დაცვის უფლებაზე უარი თქვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტს სახაზინო წესით ადვოკატი ხვალ დაენიშნება. დაცვის უფლებაზე უარის თქმისა და საქმიდან ადვოკატების აცილების გადაწყვეტილება სააკაშვილმა იურისტებთან ერთად მიიღო. მიზეზი ქართული მართლმსაჯულების მიმართ უნდობლობაა. ადვოკატებმა სასამართლოს მათი დაცვის ქვეშ მყოფის გადაწყვეტილება გააცნეს და დარბაზი დატოვეს.

გადაწყვეტილების შემდეგ მოსამართლემ ე.წ. შეწყალების საქმეზე მომდევნო პროცესი ხვალ 11 საათზე დანიშნა, სადაც სახაზინო წესით დანიშნულ ადვოკატს საქმის გასაცნობად გონივრული ვადა მიეცემა. სახელმწიფო ბრალმდებლის შეფასებით, სააკაშვილის მსგავსი გადაწყვეტილება მხოლოდ საქმის გაჭიანურებას ემსახურება.

საქმის მასალების მიხედვით, მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო ბრალდება უფლებამოსილების გადამეტებას ედავება. კერძოდ, პროკურორის მტკიცებით, სააკაშვილმა ზეპირი დაპირება გასცა, რომ გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებულ პირებს დუმილის სანაცვლოდ შეიწყალებდა.

საქალაქო სასამართლოს ეზოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები და "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები შეიკრიბნენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები