27 დეკემბერი 2024,   03:20
ვრცლად
"მეხუთე ოთახი" - მხატვარი ნინო ჩუბინიშვილი პერსონალური გამოფენისთვის ემზადება

მხატვარი ნინო ჩუბინიშვილი პერსონალური გამოფენისთვის ემზადება. ექსპოზიცია აბრეშუმის მუზეუმში 15 დეკემბერს გაიხსნება და ორი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

სწორედ აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმისა და მისი ისტორიის ინსპირაციით 15-მდე მცირე თუ დიდი ზონის სკულპტურა დაამზადა. 

„მეხუთე ოთახი“ ნინო ჩუბინიშვილის განსხვავებული წამოწყებაა. რკინის, ხისა და შამუტის ნამუშევრებით ხელოვანი გარდასახვის პროცესს აღწერს.

სცენისა და კოსტიუმების დიზაინერს სურს, რომ საკუთარი შემოქმედების ექსპოზიციის გარდა, გამოცდილება სხვებსაც გაუზიაროს.

დღის ამბები