22 დეკემბერი 2024,   10:08
ვრცლად
პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრა გაიმართება, ოპოზიცია ერთპარტიულ კონსტიტუციაზე საუბრობს

პარლამენტში პლენარულ სხდომა საკონსტიტუციო ცვლილებების კენჭისყრით დაიწყება. ხმის მიცემის პროცედურა უმრავლესობის არასაკმარისი დასწრების გამო ამ კვირაში უკვე 2-ჯერ გადაიდო. მმართველი გუნდი კანონპროექტის მიღებას 116 ხმით გეგმავს, რის შემდეგაც დოკუმენტს მეორე მოსმენისთვის იურიდიული კომიტეტი მოამზადებს.

„ცვლილებები, რომლებიც ინიცირებულია, არის სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების მიერ დაყენებული საკითხები, რომლებმაც თავი აარიდეს დღეს პასუხისმგებლობის აღებას და იმ საკითხების მხარდაჭერას, რომელიც მათი მოთხოვნა იყო,“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრების შეფასებით, ის ფაქტი რომ კონსტიტუციის მიღებიდან ერთ თვეში იყო ინიცირებული კონსტიტუციის ცვლილება, მეტყველებს იმაზე, რომ მიღებული კონსტიტუცია პრობლემური იყო.

„ქართულმა ოცნებამ“ მოახერხა და ყველა მოატყუა,“- აღნიშნა სერგო რატიანმა.

„ნაციონალური მოძრაობაში“ ამბობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ერთპარტიული კონსტიტუცია მიიღო.

„არავის აზრს ითვალისწინებდნენ, განხილვები ფორმალური იყო, საკუთარი იდეები ჯიუტად გაჰქონდათ,“- აღნიშნა რომან გოცირიძემ. 

საუბარია ახლად შემოღებული ბონუსების სისტემის გაუქმებაზე, საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად დაშვებაზე, ცვლილებებზე აღმსარებლობისა და საკონსტიტუციო სასამართლოს ნორმებში. ასევე სახელი ეცვლება ხმოსნებს, რომელთაც პრეზიდენტი უნდა აირჩიონ, მათ საარჩევნო კოლეგიის წევრები ჩაანაცვლებენ.

 

დღის ამბები