22 დეკემბერი 2024,   10:21
ვრცლად
სააკაშვილის სასამართლო პროცესის მხარეებს მოსამართლის განჩინება ამ დრომდე არ მიუღიათ

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის მხარეებს მოსამართლის დასაბუთებული განჩინება ამ დრომდე არ მიუღიათ. განჩინებას საქართველოს მესამე პრეზიდენტის ინტერესების დამცველები სწორედ დღეს ელოდებოდნენ, თუმცა ჯერჯერობით ასეთი დოკუმენტი მათ არ გადასცემიათ.

ადვოკატების თქმით, მოსამართლემ მათ განუცხადა, რომ გადატვირთული გრაფიკი აქვს და მან საქმეზე დასაბუთებული განჩინების დაწერა ვერ მოასწრო.

„ახლა ველაპარაკე მოსამართლის მდივანს, ბოდიში მოგვიხადა და გვითხრა, რომ დატვირთვა დიდია და ვერ მოასწრო. სასამართლოზე პროკურატურამ 170 გვერდიანი ტექსტი მოიტანა, ძირითადად ეს ტექნიკური სახის დოკუმენტები იყო, დაცვის მხარემ კი 1000 გვერდიანი საბუთი შეიტანა,“-განაცხადა პაველ ბოგომაზოვმა.

მიხეილ სააკაშვილს დაკითხვასთან დაკავშირებით ოფიციალური უწყებაც არ ჩაბარებია.  დაცვის მხარის თქმით, მათ ჯერ არ აქვთ ჩამოყალიბებული პოზიცია, წავა თუ არა სააკაშვილი პროკურატურაში, რადგან, ადვოკატების შეფასებით, პროკურატურის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში შეცდომებია დაშვებული. რუსლან ჩერნოლუცკის თქმით, ამ დროისთვის სააკაშვილს უწყება არ მიუღია, შესაბამისად, ვალდებული არ არის, რომ გამოცხადდეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები