22 დეკემბერი 2024,   10:04
ვრცლად
დავით ბაქრაძემ იმერეთის რეგიონის მოსახლეობას პარტიის ეკონომიკური პროგრამა გააცნო

„ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარემ იმერეთის რეგიონის მოსახლეობას პარტიის ეკონომიკური პროგრამა და ის ალტერნატიული გეგმა გააცნო, გეგმას, რომლის თანახმადაც 2018 წლის ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით პენსიის და სოციალური დახმარებების გაზრდაა შესაძლებელი.

ქუთაისში მცხოვრებმა გულნაზი წიქორიძემ დავით ბაქრაძესთან საუბარში აღნიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების 20 წლის შვილი ჰყავს, რომლის სამკურნალოდაც თანხები არ ჰყოფნის, რადგან სახელმწიფო დაფინანსება და პროგრამები არაეფექტურია.

დავით ბაქრაძის განცხადებით, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით ბიუჯეტში შესაძლებელია მილიარდ 418 მილიონი ლარის დაზოგვა და ამ თანხების სოციალურ პროექტებზე მიმართვა.

დღის ამბები