22 დეკემბერი 2024,   07:48
ვრცლად
საეჭვო ტენდერები და ივანიშვილის გაძლიერებული გავლენა "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" - "გამჭვირვალობის" კვლევა

საეჭვო ტენდერები, რეორგანიზაცია და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირების გავლენის გაძლიერება - ამის შესახებ საუბარია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევაში, რომელიც საზოგადოებრივ მაუწყებელს ეხება.

არასამთავრობო ორგანიზაციამ ახალი მენეჯმენტის პირობებში მაუწყებლის მუშაობა შეისწავლა.

არასამთავრობო ორგანიზაცია ყურადღებას ამახვილებს GDS-ის ყოფილი თანამშრომლების კონკურსის გარეშე დასაქმებაზეც. დეტალების გასაჯაროებას "საერთშორისო გამჭვირვალობა საქართველო" დღეს 12:00 საათზე გეგმავს.

„გამოიკვეთა მთელი რიგი საკითხები, რომელთა მიმართ არსებობს ლეგიტიმური კითხვები, კერძოდ საეჭვო ტენდერები, რეორგანიზაცია, ბუნდოვანი გადაწყვეტილებები. გამყარდა ეჭვი, რომ ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილთან ყოფილ პრემიერმინისტრთან დაკავშირებული პირების ზეგავლენა საზოგადოებრივ მაუწყებელზე გაძლიერდა. ბერა ივანიშვილის კომპანია, რომელმაც მოიგო ტენდერი და კრიტიკის შემდეგ მან განაცხადა, რომ ჩუქნიდა, ბორდის გადაწყვეტილებით მათ მიიღეს საჩუქარი, მაგრამ ლეგიტიმური კითხვაა, ასეთი მენეჯმენტის და ასეთი სარედაქციო პოლიტიკის ფარგლებში, რამდენად შეინარჩუნებს მიუკერძოებელ პოზიციას ბერა ივანიშვილისა თუ მისი ოჯახის მიმართ,“ - განაცხადა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” წარმომადგენელმა მამუკა ანდღულაძემ.

დღის ამბები