გაეროს ახალგაზრდული ასამბლეა ბათუმში - საქართველოსთვის უპრეცენდენტო ღონისძიება ოფიციალურად ხვალ გაიხსნება. სამდღიან ფორუმში, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან ჩასული ათასამდე ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.
გამოვლინდება სამი გამარჯვებული კონკურსანტიც, რომლებიც მცირე გრანტის ფარგლებში განახორციელებენ სარეზოლუციო პროექტებს.
ღონისძიებას დაესწრებიან სამთავრებო სტრუქტურების, დიპლომატიური კორპუსის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.