22 დეკემბერი 2024,   08:18
ვრცლად
"კახი კალაძე აპირებს დაამტკიცოს ნარმანიაზე უარესი ბიუჯეტი" - ოპოზიცია ბიუჯეტს მხარს არ დაუჭერს 

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტს, საკრებულოს დეპუტატები რამდენიმე საათში კენჭს უყრიან. დედაქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტის განხილვას თბილისის მერი არ დაესწრება.  

დოკუმენტს მხარს არ უჭერს ოპოზიცია, რადგან მათი თქმით, ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, სოციალური დახმარებების ნაცვლად, ყველაზე მეტი თანხა, კვლავ ბიუროკრატიაზე იხარჯება.

„კახი კალაძე აპირებს, რომ დაამტკიცოს ნარმანიაზე უარესი ბიუჯეტი. ეს არის ბიუჯეტი, სადაც გაზრდილია ბიუროკრატია და გაზრდილია კორუფციული ხვრელები. იმის ნაცვლად, რომ მაღალჩინოსნებს უარი ეთქვათ კომფორტზე, თუნდაც „ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზება გაეთვალისწინებინათ და 200 ლარიანი ვაუჩერი მიეცათ პენსიონერებისთვის ან უფასო სასადილოების დაფინანსება გაეზარდათ, მათ უარი ვერ თქვეს პრემიებზე, დანამატებზე და ჯილდოებზე,“ - განაცხადა ირაკლი ნადირაძემ.

2018 წლის თბილისის ბიუჯეტისთვის მხარდაჭერას არ აპირებს არც „ევროპული საქართველო“.

„ისინი წარმოადგენენ ბიუჯეტს, რომელიც არსებითად, პრინციპებით არ განსხვავდება ნარმანიას ბიუჯეტისგან. ბიუჯეტს, რომელშიც არცერთი თეთრით არ არის გათვალისწინებული საპენსიო დანამატი. მიუხედავად გაზრდილი ფასებისა, მიუხედავად შესუსტებული ლარისა,  თბილისის ბიუჯეტი და თბილისის მთავრობა არ ფიქრობს არცერთი თეთრით პენსიაზე დანამატის გაკეთებას, ისევე როგორც ცენტრალური ბიუჯეტი,“ - აცხადებს გოკა გაბაშვილი.

დღის ამბები