განათლების სამინისტრო სამი ათასი სტუდენტისთვის გათვლილი საერთო საცხოვრებლის მშენებლობის პროექტს დაიწყებს. ამის შესახებ მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომელიც პრეზიდენტ მარგველაშვილთან, პრემიერ კვირიკაშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად თსუ-ში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდა.
„სამინისტრო სხვა მრავალ პროექტთან ერთად, დაიწყებს მნიშვნელოვან პროექტს უნივერსიტეტთან მიმართებით, ეს გახლავთ 3 ათასი სტუდენტისთვის გათვლილი საერთო საცხოვრებლის მშენებლობა,“ - განაცხადა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების აღდგენის ღონისძიება გაიმართა. საზოგადოების მიზანია, უნივერსიტეტის განვითარებაზე ზრუნვა და კურსდამთავრებულების მხარდაჭერა.