27 დეკემბერი 2024,   06:54
ვრცლად
„ნაძვის ხეზე შენთვის ერთი ადგილი შევინახე, პარლამენტის მხრიდან"- კალაძე ხაბეიშვილს მიმართავს

„ნაძვის ხეზე შენთვის ერთი ადგილი შევინახე, პარლამენტის მხრიდან,“- ეს განცხადება კახა კალაძემ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ხაბეიშვილის მისამართით გააკეთა. ხაბეიშვილმა უფასო სასადილოების ბენეფიციარებთან დაკავშირებით შეკითხვა დასვა და დარბაზში მცირე ზომის პლაკატი წარადგინა, სადაც აღნიშნულია, რომ ბენეფიციარი 1.13 ლარს იღებს მაშინ, როცა ჩინოვნიკების ხელფასი 8000 ლარია.

დედაქალაქის მერმა „ნაციონალური მოძრაობის“ საპასუხოდ განცხადებები გააკეთა.

„არ გაგიტარებთ არცერთ ტყუილს. ის წლები, როცა თავზე აჯექით ყველას და ყველაფერს, დასრულდა,“- აღნიშნა კახა კალაძემ. 

დედაქალაქის მერი საკრებულოს სხდომაზე თბილისის ბიუჯეტის განხილვას ესწრება. ქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტის ოპოზიცია მხარს არ უჭერს. 

დღის ამბები