27 აპრილი 2024,   02:08
ვრცლად
შსს-ს მომსახურების სააგანტოს მარიანა მორგოშია უხელმძღვანელებს

გიორგი გახარიამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა. შს მინისტრმა ამ თანამდებობაზე მარიანა მორგოშია დანიშნა.

მარიანა მორგოშია 2017 წლის აპრილიდან დღემდე სსიპ „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი იყო, ხოლო 2014-2017 წლებში ააიპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელობდა.

მარიანა მორგოშიამ დაამთავრა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა, PMC პროფესიონალური პროგრამა, პროექტების მართვის მიმართულებით და მიღებული აქვს სამაგისტრო სერტიფიკატი.

2007 წელს მან დაამთავრა კავკასიის ბიზნესის სკოლა, ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამა, მენეჯმენტის განხრით. 

დღის ამბები