07 დეკემბერი 2024,   07:14
ვრცლად
ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს მის მიერვე ინიცირებულ ცვლილებებს - კობახიძე ოპოზიციას ბოიკოტის გამო აკრიტიკებს

„სწორედ ოპოზიციის თხოვნის შესაბამისად შეგვაქვს ეს ცვლილებები კონსტიტუციაში, თუმცა, ხედავთ, რომ დარბაზი მათ მხარეს არის ცარიელი,“ - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციის ბოიკოტს.

ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სწორედ ოპოზიციის ინიცირებულია აღნიშნული ცვლილებები.

„ოპოზიცია არ ესწრება სხდომას, ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს მის მიერვე ინიცირებულ ცვლილებებს, რაც მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მაღალია ჩვენს პოლიტიკურ სპექტრში პოლიტიკური კულტურის ხარისხი,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ახალი კონსტიტუციის დამტკიცების შემდეგ ირაკლი კობახიძე პოლიტიკური სისტემის დახვეწას იმედოვნებს.

„დარწმუნებული ვარ, რომ იმ პროცესების გათვალისწინებით, რომელიც ვითარდება ჩვენს ქვეყანაში, ჩვენი პოლიტიკური სისტემა სულ უფრო დაიხვეწება და შვიდი წლის თავზე, როდესაც ჩვენ გადავალთ პროპორციულ სისტემაზე, გვექნება შედეგად პოლიტიკური სისტემის კულტურის კონსოლიდაციის უფრო მაღალი ხარისხი,“ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

დღის ამბები