27 დეკემბერი 2024,   05:26
ვრცლად
ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ბრექსიტის პროცესთან დაკავშირებით მოლაპარაკების მეორე ეტაპზე გადადიან

ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ბრექსიტის პროცესთან დაკავშირებით მოლაპარაკების მეორე ეტაპზე გადადიან. გადაწყვეტილება ბრიუსელში მიმდინარე ლიდერების სამიტზე მიიღეს. მეორე ეტაპი დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ მხარეებს შორის გრძელვადიან პერსპექტივაში სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების განსაზღვრას ითვალისწინებს. მოლაპარაკებები იანვარში დაიწყება.

დონალდ ტუსკმა უკვე დააანონსა, რომ მხარეებს გაცილებით რთული მოლაპარაკებები ელოდებათ და აღნიშნა, რომ პროცესის წარმატება პირველი ფაზის შეთანხმებების შესრულებაზეა დამოკიდებული. დიალოგის პირველი ფაზა მოქალაქეების უფლებებს, ირლანდიის საზღვრებსა და ბრექსიტის ფინანსურ საკითხებს ეხებოდა. ევროკავშირიდან გასვლისთვის დიდი ბრიტანეთი გაერთიანებას 45 მილიარდ ევროს გადაუხდის. ბრექსიტის პროცესი გეგმის მიხედვით 2019 წლის 29 მარტს ლონდონის დროით საღამოს 11 საათზე უნდა დასრულდეს.

დღის ამბები