27 დეკემბერი 2024,   02:14
ვრცლად
"მთელი ოჯახი ჩემზე ძალადობას განაგრძობს..."- არასამთავრობოები ძალადობის მსხვერპთა დასაცავად ერთიანდებიან

არასამთავრობო ორგანიზაციები სამართალდამცველი ორგანოების წევრების მხრიდან ოჯახური ძალადობის ფაქტებს ასაჯაროებენ. „კოალიცია თანასწორობისთვის“ წევრები აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდში უსაფრთხოების სამსახურის და ძალოვანი უწყების სხვდასხვა დეპარტამენტში დასაქმებული პირების მხრიდან ოჯახური ძალადობის ფაქტები გახშირდა, თუმცა მოძალადეების მიმართ სამართლებრივი დევნა არც ერთ შემთხვევაში არ დაწყებულა.

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია მოძალადე ქმრების მსხვერპლთა დასაცავად კამპანიას იწყებს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში“ ამბობენ, რომ ორ საქმეში სავარაუდო მოძალადე არის ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ან შსს-სთან დაახლოებული პირი.

ერთ-ერთმა მოქალაქე, ნინო თასოშვილმა მის მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე ისაუბრა.

„მთელი ოჯახი ჩემზე ძალადობას განაგრძობს. 12 ნოემბერს ვასილ ღონღაძის შვილი, არასრულწლოვანი, 15 წლის ნათია ღონღაძე ჩემ შვილს, რომელიც მყავდა სამსახურში და შემდეგ გავიდა თავის მეგობართან სათამაშოდ, დახვდა, ბავშვს ფოტო-ვიდეო გადაუღო. ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია,“- განაცხადა ნინო თასოშვილმა. 

დღის ამბები