06 დეკემბერი 2024,   08:48
ვრცლად
დავა მიდის თუ როგორ გაიყონ ჩვენი ფული ხეჩიკაშვილმა, კვირიკაშვილმა და გაჩეჩილაძემ - ლევან ხაბეიშვილი

„ბიუჯეტის თანხებს ვერ იყოფენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები და ახლა დავა მიდის იმაზე, თუ როგორ გაიყონ ჩვენი ფული ხეჩიკაშვილმა, კვირიკაშვილმა და გია გაჩეჩილაძემ,“- ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა კარტელურ გარიგებებთან დაკავშირებით გააკეთა.

ოპოზიციის წევრის თქმით, მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილთან დაკავშირებით ივლისის ბოლოს პროკურატურას მიმართეს.

„ხეჩიკაშვილთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 24 ივლისს მივმართეთ პროკურატურას და გამოძიება მოვითხოვეთ იმიტომ, რომ ვნახეთ, რომ მინისტრები ერთმანეთთან აფორმებდნენ ხელშეკრულებას, ბიუჯეტის ხარჯზე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გია გაჩეჩილაძის სიძესთან დაკავშირებითაც არსებობს კითხვები და ამასთან დაკავშირებითაც მივმართეთ ჩვენ პროკურატურას, რომელიც ეხებოდა მთავრობის სხდომაზე აუქციონის გარეშე გადაცემულ ქონებას,“- განაცხადა ლევან ხაბეიშივლმა.

გიორგი გაჩეჩილაძისა და მისი სიძის მტკიცებით, რომელიც "სიტროენ ჯორჯიას" ხელმძღვანელია, კარტელურ გარიგებას ხეჩიკაშვილი მფარველობს.  

დღის ამბები