27 დეკემბერი 2024,   04:38
ვრცლად
„ქართული ოცნების“ დეპუტატს ბორჯომის ცენტრალური აუზი ერთოთახიანი ბინის ფასად გადასცეს

ქართული ოცნების დეპუტატს, ლერი ხაბელოვს, ბორჯომის ცენტრალური აუზი ერთოთახიანი ბინის ფასად გადასცეს. 2300 კვადრატულ მეტრ შენობაში ლერი ხაბელოვს ინფრასტრუქტურა უნდა მოეწყო, თუმცა, იქ ახლა ყველაფერი დანგრეულია. 

ლერი ხაბელოვის კომპანია ოლიმპს, რომელსაც ახლა მისი შვილი - ინგა ხაბელოვა, განკარგავს, მიზერულ ფასად, 50 ათას ლარად, პირდაპირი მიყიდვის წესით, ყველანაირი აუქციონის გარეშე, გადაეცა.

ბორჯომის საკრებულოს ლეიბორისტი წევრი აცხადებს, რომ ხელშეკრულების თანახმად, ლერი ხაბელოვის კომპანიას საცურაო აუზი ორი წლის განმავლობაში უნდა დაესრულებინა, ვადა 2018 წლის ივნისში გადის.

გაჭიანურებულ და შეუსრულებელ ვალდებულებებს ლერი ხაბელოვი კატეგორიულად უარყოფს. ქართული ოცნების წევრი ამბობს, რომ სამშენებლო სამუშაოები ბორჯომის ცენტრალური აუზის აღსადგენად დაჩქარებული წესით მიმდინარეობს და ამისთვის იქ, სულ მცირე, 20-ზე მეტი ადამიანი ყოველდღიურად შრომობს.

დეპუტატ ლერი ხაბელოვის ოჯახის კომპანიას ბორჯომში მხოლოდ ეს აუზი არ ეკუთვნის. შპს ოლიმპის ბალანსზეა ასევე აუზის გვერდით სასტუმრო, რომელსაც ასევე ოლიმპი ჰქვია და საჭიდაო დარბაზი, რომელიც, დეპუტატის თქმით, იჯარით აქვს გაცემული და შემოსავალს იღებს.

დღის ამბები