27 დეკემბერი 2024,   04:53
ვრცლად
კუჩმას ჰყავდა ასე ამოჩემებული ღონღაძე, იუშენკოს და პოროშენკოს - იულია და პოროშენკოს ამოჩემებული ვყავარ მე - მიხეილ სააკაშვილი

„ასეთი ბედი მარგუნა ღმერთმა, რომ აღმოვჩნდი მთავარი სამიზნე უკრაინის მთავარი ოლიგარქატის, მარტო პოროშენკოს არა,“ – ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა უკრაინის პრეზიდენტთან არსებული ურთიერთობის შეფასებისას გააკეთა.

სააკაშვილის თქმით, პოროშენკომ ის ამოიჩემა.

„აქ რაღაც ხდებოდა ყოველთვის, რომ პრეზიდენტებს ჰყავდათ ხოლმე ამოჩემებული ვიღაც ერთი ადამიანი, რაღაც ტრადიციაა უკრაინული. კუჩმას ჰყავდა ასე ამოჩემებული ქართველი ღონღაძე, რომელიც იყო ძალიან ცნობილი ჟურნალისტი და ღონღაძე მოკლეს. იუშენკოს ჰყავდა ამოჩემებული იულია და ამ თავის ბრძოლას გადააყოლეს ყველაფერი. იანუკოვიჩს ამოჩემებული ჰყავდა იულია, პოროშენკოს ამოჩემებული ვყავარ მე, მე მათ ტვინში არ ვზივარ, მე არასდროს მყავდა ამოჩმებული. ამიტომ რატომ უნდა ამოიჩემო ვინმე,“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

 

დღის ამბები