27 დეკემბერი 2024,   04:58
ვრცლად
ცივი იარაღის გაყიდვა არასრულწლოვნებზე - "კურიერის" ექსპერიმენტი თბილისში

არასრულწლოვნებს ცივი იარაღის ყიდვა თბილისის ზოგიერთ უბნებში უპრობლემოდ შეუძლიათ. კურიერმა ვიდეოექსპერიმენტი ჩაატარა და გადაიღო ადგილები, სადაც არასრულწლოვნები ცივი იარაღის ყიდვას უპრობლემოდ ახერხებენ. თუმცა, ზოგიერთ უბანში ექსპერიმენტის პერიოდში ცივი იარაღი კურიერის კამერის დაკვირვების ქვეშ მყოფ არასრულწლოვანს არ მიჰყიდეს.

დანით 51 სკოლის ორი მოსწავლის მკვლელობის შემდეგ, დედაქალაქის ცენტრში დანების გაყიდვაზე არაოფიციალურად შეზღუდვები დაწესდა.

ის, ვინც დანებით ვაჭრობს, კურიერს უდასტურებს, რომ ძირითადად ცივი იარაღის შეძენის სურვილს 15-20 წლამდე ახალგაზრდები გამოთქვამენ.

საკმაოდ დიდი არსენალის აღმოჩენის შემდეგ, ყოფილი მანდატური, ეკა უგრეხელიძე, ამბობს, რომ სკოლებში უსაფრთხოების დასაცავად მანდატურების უფლებები და უსაფრთხო სკოლის კონცეფციაში მოხდეს უბნის ინსპექტორების ჩართვა.

ყოფილი მანდატური ფიქრობს, რომ სკოლებში მეტალოდეტექტორების დაყენებაზე და ე.წ. რთულ ბავშვებთან ფსიქოლოგების მუშაობაა საჭირო.

შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ შეცდომა წლების წინ დაუშვეს, ახლა კი მის აღმოსაფხვრელად მუშაობა უნდა დაიწყონ.

2017 წლის მთავარი პროკურატურის მიერ მოწოდებული სტატისტიკოთ, მიუხედავად პრევენციული ზომებისა, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაული კვლავ დიდია.

მხოლოდ 2017 წლის ბოლო 9 თვის განმავლობაში არასრულწლოვნებს 484 სხვადასხვა სახის დანაშაული აქვთ ჩადენილი, მათ შორის, მკვლელობა, ძარცვა და ყაჩაღობა.

დღის ამბები