21 დეკემბერი 2024,   20:38
ვრცლად
მიმართვის ავტორებიდან ერთ-ერთი 2008 წელს ხელისუფლების კონსულტანტი იყო - თალაკვაძე ევროპარლამენტარების მოწოდებაზე

„მიმართვა ეკუთვნის 4 ადამიანს, რომელთანაგ ერთ-ერთი 2008 წელს სწორედ საქართველოს ხელისუფლებას ჰყავდა კონსულტანტად დაქირავებული,“ - ასე ეხმარება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე, ვანო მერაბიშვილის დაუყოვნებლივ გათავისუფლებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტარების მოწოდებას.

ამ თემაზე ევროპარლამენტარების განცხადება გუშინ გავრცელდა, სადაცა ევროპელი დეპუტატები სტრასბურგის დიდი პალატის გადაწყვეტილებაზე საუბრობენ და ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დაცვის აუცილებლობაზე მიუთითებენ.

თალაკვაძე აცხადებს, რომ ევროსასამართლოს გადაწყვეტილებაში პოლიტიკურ დევნაზე საუბარია საერთოდ არ არის.

„ევროსასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში მკაფიოდ თქვა, რომ პოლიტიკური მოტივი ბატონი მერაბიშვილის საქმეში და მის დაკავებაში არის გამორიცხული,“ - განაცდადა არჩილ თალაკვაძემ. 

დღის ამბები