22 დეკემბერი 2024,   06:13
ვრცლად
სუამის საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში, თბილისში საერთო კომუნიკეს მოეწერება ხელი

სუამის საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში, თბილისში დღეს საერთო კომუნიკეს მოეწერება ხელი. დოკუმენტის ტექსტი მხარეებმა გუშინ შეათანხმეს. სუამის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის, გიორგი მოსიძის თქმით, განხილვების მთავარი თემა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხებია, რომლის წინაშეც სუამის ოთხივე წევრი სახელმწიფო დგას.

შეხვედრა პარლამენტის თბილისის სასახლეში სუამის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროსა და კომიტეტის წევრების მონაწილეობით გაიმართა.

„საუბარია, ჩვენი საპარლამენტო ურთიერთობების უფრო მეტად გაღრმავებაზე, ასევე მეტი კონტაქტები ჩვენ ოთხ ქვეყანას შორის და დასრულებული იმით, რომ მეტი ძალისხმევა უნდა გავწიოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხში, რომელიც სუამის ოთხივე სახელმწიფოს რეალური პრობლემაა დღეს და ამაზე ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ,“ - განაცხადა სუამის საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა გიორგი მოსიძემ.  

დღის ამბები