22 დეკემბერი 2024,   05:25
ვრცლად
მაუწყებლის შესახებ კანონი - არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს პრეზიდენტს შეხვდებიან

არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს პრეზიდენტს შეხვდებიან. მათ მოსაზრებებს გიორგი მარგველაშვილი მაუწყებლის შესახებ კანონთან დაკავშირებით მოისმენს. მესამე სექტორი სახელმწიფოს მეთაურს ვეტოს უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებენ და იმედოვნებენ, რომ დროის მოგებასთან ერთად, საპარლამენტო უმრავლესობის დარწმუნებასაც შეძლებენ და კანონში ცვლილებები არ შევა.

„ამ ცვლილებებით რეალურად პრობლემა ექმნებათ კერძო სექტორის მაუწყებლებს და პირველ რიგში, ეს ეხება სარეკლამო ბაზართან დაკავშირებულ რეალობას. ცხადია, ვეტოს თემა მაუწყებლობის კანონთან დაკავშირებით არის ერთი მნიშვნელოვანი ელემენტი, რომლის გამოყენებაც შეიძლება გახდეს გარკვეულწილად მაპროვოცირებელი, რომ ის ცვლილებები, რომელზეც საუბრობს უმრავლესობა და ზოგადად მაუწყებლის მენეჯმენტი, არ შევიდეს ძალაში,“ - აცხადებს "საიას" თავმჯდომარე სულხან სალაძე.

კოალიცია ”მედია ადვოკატირებისთვის“ წარმომადგენელი ნათია კუპრაშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტის ვეტო მედიისთვის ერთგვარი დაზღვევა იქნება. კუპრაშვილის თქმით, კანონი ქვეყანაში მედია გარემოს აუარესებს.

„ვეტოს გამოყენების უფლება არის ძალიან მნიშვნელოვანი, რამაც შეიძლება დაგვაზღვიოს ამ არც თუ ისე კარგი კანონისგან, რომელიც არა მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეას ეწინააღმდეგება, არამედ ზოგადად, მედია გარემოს გააუარესებს,“ - განაცხადა ნათია კუპრაშვილმა.

დღის ამბები