22 დეკემბერი 2024,   05:03
ვრცლად
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა - საბჭოს წევრები 8 საკითხზე იმსჯელებენ 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე დღეს, დღის წესრიგით გათვალისწინებულ 8 საკითხს განიხილავენ. მათ შორის მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესის ცვლილებაა, არამოსამართლე წევრის განმარტებით, იზრდება კანდიდატის მიუკერძოებლობის შეფასების არეალი და ამიერიდან განიხილავენ მისი პროცესებში მხარედ ჩართულობის ისტორიასაც.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრებას 26 დეკემბრიდან დაიწყებს. ცნობილია სია, რომელშიც სულ 82 კანდიდატია.

„ჩვენ გვაქვს ძალიან ფართო კრიტერიუმები მოსამართლის შერჩევის დროს, რომლითაც ხელმძღვანელობს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. სასამართლოს სისტემის სტრატეგიით განსაზღვრული არის, რომ მოსამართლის მიუკერძოებლობის საკითხი კიდევ უფრო მეტად უნდა შემოწმდეს და ეს არის ერთ-ერთი კრიტერიუმი. შემოწმდეს მოსამართლეობის კანდიდატი, რომელიც მხარედ იყო წარმოდგენილი სასამართლო დავებში, თუ როგორი იყო მისი ქცევა აღნიშნულ პროცესში,“ - განაცხადა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა.  

დღის ამბები