22 დეკემბერი 2024,   06:21
ვრცლად
ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა, დატოვებს თუ დარჩება - დავით ჭიჭინაძე პრემიერის შესაძლო გადადგომაზე 

საქართველოს პრემიერმინისტრის თანამდებობიდან შესაძლო გადადგომას, მმართველი გუნდის წევრების ნაწილი, ჯერჯერობით არ ადასტურებს. „ქართული ოცნების“ წევრი დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ არსებულ ვითარებაში ის პრემიერის გადადგომის საბაბს ვერ ხედავს, თუმცა რას იზამს პრემიერი, დარჩება თუ წავა, ჭიჭინაძის თქმით, ეს გიორგი კვირიკაშვილის გადასაწყვეტია.

დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ გიორგი კვირიკაშვილის საპარლამენტო უმრავლესობისგან სრული მხარდაჭერა აქვს. 

„პრემიერის გადასაწყვეტია, ჩემი გადასაწყვეტი არ არის. მე ვფიქრობ, პარლამენტში პრემიერს ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს და ეს კენჭისყრაზეც გამოჩნდება. ეს მისი პირადი გადაწყვეტილებაა, დატოვებს თუ დარჩება. მე ვფიქრობ, პრემიერი არის ჩვენი პარტიის თავმჯდომარე, არის გუნდის ლიდერი. მისი მეშვეობით საკმაოდ წარმატებული არჩევნები ჩავატარეთ. ჯერჯერობით ქვეყანაც ვითარდება, ამიტომ საბაბს ვერ ვხედავ, რომ პრემიერი გადადგეს,“ - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ზაქარია ქუცნაშვილმა გიორგი კვირიკაშვილის შესაძლო გადადგომა არ გამორიცხა.

ამავე თემაზე
დღის ამბები