22 დეკემბერი 2024,   06:05
ვრცლად
საქართველოს პარლამენტი სუამის დელეგაციას მასპინძლობს

სუამის საპარლამენტო ასამბლეის სესიის ფარგლებში, დღეს საქართველოს პარლამენტი სუამის დელეგაციას მასპინძლობს, დელეგაციას უმრავლესობის წევრი გიორგი მოსიძე ხელმძღვანელობს.

განხილვის მთავარი თემა კი, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მხრივ არსებული გამოწვევებია. აღსანიშნავია, რომ ეს პრობლემა ორგანიზაციის ოთხივე წევრ ქვეყანას აწუხებს.

„უკრაინას, მოლდოვას, აზერბაიჯანს და საქართველოს ბევრი პრობლემა გვაქვს მსგავსი და შესაბამისად, ჩვენი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ერთობლივად შევძლოთ ამ გამოწვევების გადალახვა,“ - განაცხადა პარლამენტის ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა.

დღის ამბები