22 დეკემბერი 2024,   05:03
ვრცლად
"დაველოდოთ მოვლენებს, არაფერი არ იგეგმება“ - ზურაბ ალავიძე პრემიერის შესაძლო გადადგომაზე

პრემიერმინისტრის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით, კომენტარები მთავრობის წევრებმა გააკეთეს. მათი თქმით, კვირიკაშვილი სამთავრობო ცვლილებების დამტკიცების შემდეგაც განაგრძობს პრემიერის პოსტზე მოღვაწეობას.

“გადადგომის საკითხი ჩემთვის ცოტა უცნაურია, რატომ აგორდა ასე. ის, რაც პრემიერმა ბრძანა გადადგომასთან დაკავშირებით, იყო მხოლოდ ის, რაც მან თქვა, სხვა ქვეტექსტი არ ყოფილა, ამიტომ ვფიქრობ, რომ ამაზე აბსოლუტურად ზედმეტია საუბარი,“ - განაცხადა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე აცხადებს, რომ პრემიერის გადადგომა არ იგეგმება და მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. 

„ამას საფუძველი არ აქვს, გულწრფელად გეუბნებით. დაველოდოთ მოვლენებს, არაფერი არ იგეგმება, გუნდი მუშაობს ჩვეულებრივად, ისე როგორც მუშაობს და ამ მითქმა-მოთქმებს საფუძველი არ აქვს არანაირად. არანაირი საფუძველი, აბსოლუტურად არაფერი არ ხდება ამ მიმართულებით, ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას პრემიერიც და მისი გუნდიც,“ - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

დღის ამბები