22 დეკემბერი 2024,   06:20
ვრცლად
ბიძინა გეგიძე უარყოფს, რომ "ქართული ოცნებიდან" ფრაქციების გამოყოფა "უცნობის" განცხადებებს უკავშირდება

„მოტივაცია არის საერთო ღირებულებების, მათ შორის პოლიტიკური ღირებულებების ქონა პარლამენტის წევრებს შორის,“ - ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ წევრმა ბიძინა გეგიძემ, ფრაქცია „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფის და ორი ახალი ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით გააკეთა.

არსებული ინფორმაციით, ახალი ფრაქციებიდან ერთ-ერთს სწორედ ის უხელმძღვანელებს. ბიძინა გეგიძე, რომელიც "უცნობის" ახლო მეგობარია, ამბობს, რომ მმართველ გუნდში შიდა დაპირისპირება, რომელიც გია გაჩეჩილაძის მიერ გაკეთებულ განცხადებებს უკავშირდება, არ არსებობს.

„ფრაქციის შექმნა არანაირად არ უკავშირდება აი ამ თემას. თუნდაც იმიტომ, რომ სულ სხვა დროს დაიწყო ფრაქციის შექმნა. ფრაქციის შექმნის დრო დაემთხვა აი ამ საკითხს, რომელიც ვერანაირად ვერ შეიძლება იყოს ურთიერთკავშირში,“ - განაცხადა ბიძინა გეგიძემ

დღის ამბები