27 დეკემბერი 2024,   03:07
ვრცლად
თბილისის მერია დედაქალაქიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის განრიგს ცვლის

თბილისის მერია საავტომობილო მოძრაობის განტვირთვის მიზნით, დედაქალაქიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის განრიგს ცვლის. საპილოტე პროექტის ფარგლებში, 2018 წლის 1 მარტიდან ვაკის რაიონის 32 ქუჩაზე ნაგავშემკრები კონტეინერების დაცლა საღამოს 10 საათის შემდეგ მოხდება.

დედაქალაქის მერია მოსახლეობას ინიციატივის მხარდაჭერისკენ და ნარჩენების ღამის საათებში გატანისკენ მოუწოდებს.

„დასუფთავების ნაგავმზიდი მანქანები იმოძრავებენ საღამოს 10 საათიდან. ამ ქუჩების მაცხოვრებლებს ძალიან ვთხოვთ, რომ მხარში ამოუდგეს მერიას აღნიშნული საპილოტე პროგრამის განხორციელებაში და მაქსიმალურად შეეცადოს ნარჩენების მოშორებას საღამოს საათებში,“ - განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ. 

დღის ამბები