08 დეკემბერი 2024,   20:03
ვრცლად
ინფრასტრუქტურის სამინისტრო სხვადასხვა პროექტების განსახორციელებლად 4 მილიარდ 500 მლნ ლარს დახარჯავს

მომავალ წელს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი 1 მილიარდ 400 მლნ ლარის პროექტებს განახორციელებს. ამასთან მომდევნო წლიდან დამატებით 4 მილიარდ 500 მლნ ლარის ღირებულების პროექტებს დაიწყებს ინფრასტრუქტურის სამინისტროც, რომლებიც ეტაპობრივად, სამი წლის განმავლობაში განხორციელდება.

ამის შესახებ განცხადება ინფრასტრუქტურის მინისტრმა ”მეგზევის დღისადმი” მიძღვნილ ღონისძიებაზე გააკეთა. 

"პროექტები ბევრი გვაქვს. თვითონ სამინისტროს ბიუჯეტი მილიარდ 800 მილიონამდე გაიზრდება. საკმაოდ დიდი ზრდა არის. ჩვენ 2018 წელს ვაცხადებთ 4,5 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტებს, რომელიც სამი წლის განმავლობაში განხორციელდება," - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ. 

დღის ამბები