27 დეკემბერი 2024,   06:46
ვრცლად
სანტა კლაუსებმა ზღვაში იცურავეს - ნიცას სანაპიროზე საშობაო ღონისძიებები დაიწყო

ნიცას სანაპიროზე საშობაო ღონისძიებები დაიწყო. სადღესასწაულო სეზონი კი სანტა კლაუსებმა გახსნეს, რომლებმაც ზღვაში იცურავეს. მოზეიმეებს ქალაქის მერიც შეუერთდა. წყლის ტემპერატურა 14 გრადუსამდე იყო.

სიცივის გამო სანტებმა ზღვაში მხოლოდ 10 წუთი გაატარეს. ცივ ზღვაში ცურვას ნიცაში ნახევარსაუკუნოვანი ისტორია აქვს და შობის დღესასწაულის წინ მსგავსი მარათონი ყოველწლიურად ტარდება.

დღის ამბები