26 დეკემბერი 2024,   15:45
ვრცლად
ფოთში, მე-9 კლასელმა გოგონამ სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა

ფოთში, მე-9 კლასელმა გოგონამ სხეულზე თვითდაზიანებები მიიყენა. ინციდენტი, მე-11 საჯარო სკოლაში მოხდა. მოზარდს ნაკაწრები მაჯის არეში აღენიშნება. მომხდარის შესახებ, მან თავადვე აცნობა სკოლის მანდატურს, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. არასრულწლოვან გოგონას, თავდაპირველად ადგილზე გაეწია დახმარება, ხოლო შემდეგ ის ფოთის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროისთვის მოზარდი სახლშია და თავს კარგად გრძნობს.

რაც შეეხება მიზეზებს, სკოლის დირექტორის ინფორმაციით, გოგონამ მომხდარის მიზეზად, მამასთან მცირე კონფლიქტი დაასახელა. აქვე, დირექტორი მეგობრებთან და კლასელებთან გოგონას კონფლიქტს გამორიცხავს.

ასევე, მოზარდი გოგონას დედა ადასტურებს რომ, ბავშვს მამასთან მცირე შელაპარაკება ჰქონდა.  

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღის ამბები