26 დეკემბერი 2024,   15:36
ვრცლად
ფრანკფურტის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა დიდთოვლობამ შეაფერხა

დიდთოვლობამ ფრანკფურტის საერთაშორისო აეროპორტის მუშაობა შეაფერხა. უამინდობის შედეგად ავიაკომპანიებმა 200-მდე რეისი გააუქმეს, რის გამოც, დაზარალებულ მგზავრებს აეროპორტის ტერმინალებში უწევთ ლოდინი.

ასაფრენ ბილიკებზე თოვლის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. აეროპორტის ადმინისტრაცია არ გამორიცხავს, რომ რეისები დღის ბოლომდე კიდევ გადაიდოს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ამინდი ფრანკფურტში რამდენიმე დღის შემდეგ გაუმჯობესდება. 

დღის ამბები