27 დეკემბერი 2024,   04:24
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმის მთავარ მოწმეზე, სავარაუდო ზეწოლაში ბრალდებული ირაკლი ფირცხალავა საქმეზე ე.წ. მატროსოვის ციხის ვიდეო და აუდიო ჩანაწერების დართვას ითხოვს

საქალაქო სასამართლომ დღეს ე.წ. ციანიდის პროცესის მთავარ მოწმეზე, ირაკლი მამალაძეზე სავარაუდო ზეწოლის საქმე განიხილა.

აღნიშნულ საქმეზე ბრალდებული ირაკლი ფირცხალავაა, რომელიც ამჟამად სასჯელს ე.წ. კორტების სპეცოპერაციაში უფლებამოსილების გადამეტებისთვის იხდის.

სასამართლოს ჩვენება დღეს იმ პროკურორმა მისცა, რომელიც ე.წ. მატროსოვის ციხეში ფირცხალავას დაკითხვაზე იყო შესული. როგორც დავით გუმბერიძემ აღნიშნა, მას შემდეგ რაც ფირცხალავამ მას ჩვენება არ მისცა, პროკურატურამ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს მისი სასამართლო წესით დაკითხვასთან დაკავშირებით.

„6 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართეთ შუამდგომლობით მოწმე ირაკლი ფირცხალავას სასამართლო წესით დაკითხვის თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობა დაკმაყოფილდა 2017 წლის 6 ივლისს და უკვე ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა, რომ ბრალდებული დაგვეკითხა სასამართლო პროცესზე,“-განაცხადა პროკურორმა დავით გუმბერიძემ და აღნიშნა, რომ ის დაუკავშირდა ფირცხალავას ადვოკატს და შეატყობინა, რომ იგეგმებოდა მისი სასამართლო წესით დაკითხვა.

პროკურორის ინფორმაციით ფირცხალავა დაკითხვისას გამოირჩეოდა ცინიკური დამოკიდებულებით.

თავად ბრალდებულმა კი სასამართლოს დღეს კონკრეტული შუამდგომლობით მიმართა და მოითხოვა საქმეს ის ვიდეო და აუდიო მასალა დაერთოს, რომელიც ე.წ. მატროსოვის ციხეში მის დაკითხვას ასახავს, თუმცა მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დღის ამბები