08 დეკემბერი 2024,   18:35
ვრცლად
"საფრთხე შეექმნება მედიაპლურალიზმს ქვეყანაში," - თამთა მურადაშვილი მაუწყებლის შესახებ კანონზე საუბრობს

სამაუწყებლო კომპანიებმა არასამთავრობო სექტორთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტს სარეკლამო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საკუთარი შენიშვნები გაუზიარეს.

დოკუმენტი უმრავლესობას უკვე მიღებული აქვს 2 მოსმენით, კერძო ტელეკომპანიები და სამოქალაქო სექტორი პრეზიდენტს ვეტოს უფლების გამოყენებისკენ მოუწოდებენ, იმ შემთხვევაში თუ კანონპროექტს უმრავლესობამ მესამე მოსმენითაც დაუჭირა მხარი.

მათი თქმით, შემოთავაზებული ცვლილებები აზიანებს მედიაგარემოს და უსამართლო უპირატესობას აძლევს საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელიც ისედაც 52 მილიონი ლარით ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

„კომერციული მაუწყებლების დიდი ნაწილი, თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ ეს არის უსამართლობა, ეს არის არასწორი, როდესაც ამხელა ბიუჯეტის მქონე ტელეარხი შემოდის კიდევ კომერციულ ბაზარზე და წაიღებს კერძო ტელეკომპანიების წილს. ეს განსაკუთრებით აზარალებს რეგიონულ და მცირე მედია საშუალებებს,“ - განაცხადა ტელეკომპანია „კავკასიის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა.

კერძო მაუწყებლების ზარალზე საუბრობს „რუსთავი 2“-ის იურისტი თამთა მურადაშვილიც.

„ეს კანონპროექტი არის თავშივე უკვე ნათელი ნიშანი იმისა, რომ კერძო მაუწყებლები დაზარალდებიან. შესაბამისად, საფრთხე შეექმნება მედია პლურალიზმს ქვეყანაში, ვინაიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდა, სამაუწყებლო ბაზრის დანარჩენ წილს, ანუ ნახევარს ინაწილებენ ყველა სხვა კერძო მაუწყებლები, შესაბამისად, იმ ფონზე, როცა საზოგადოებრივ მაუწყებელს ამხელა დაფინანსება აქვს ქვეყნის ბიუჯეტიდან, ისე რომ მას არ უწევს ამისთვის შრომა, კანონმდებლობით იღებს ის ამ გარანტირებულ თანხას, ამ თანხის გარდა, ის უკვე შემოდის პირდაპირ კონკურენციაში სხვა მაუწყებლებთან. რაც საერთო ჯამში აზარალებს ქვეყანას, მედიაპლურალიზმს და გარემოს,“ - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

TV პირველის კომერციული დირექტორი ნანა აბურჯანიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონს არ ეთანხმება.

 

დღის ამბები