26 დეკემბერი 2024,   23:35
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პროკურატურას უნდობლობას უცხადებს და საქმის გამოძიებას უსაფრთხოების სამსახურს სთხოვს

უკრაინის ოპოზიციის ლიდერი იური ლუცენკოს უწყებას უნდობლობას უცხადებს და მოითხოვს მისი საქმე უსაფრთხოების სამსახურმა გამოიძიოს. მიხეილ სააკაშვილი დღეს გენერალურ პროკურატურაში დაკითხვაზე იმყოფებოდა, თუმცა არა გამომძიებლების შეკითხვების, არამედ მედიის საპასუხოდ.

შუამდგომლობა, საქმის უშიშროებისთვის გადაცემის მოთხოვნით, ადვოკატებმა 2 დღის წინ გაგზავნეს. პროკურატურა სააკაშვილის დაკითხვას კიდევ ერთხელ შეეცდება და მას უწყებას გაუგზავნის, მეორე უარის შემთხვევაში კი შესაძლოა ის დაკითხვაზე იძულებით მიიყვანონ.

დღეს პროკურორებს სააკაშვილის ხმის ექსპერტიზისათვის ნიმუში უნდა აეღოთ და იმ ჩანაწერისთვის შეედარებინათ, რომელიც საქმის მასალებში დევს. ამ ჩანაწერში პროკურატურის მტკიცებით, უკრაინული ოპოზიციის ლიდერი ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩთან დაახლოებულ პირებს ესაუბრება და სახელმწიფო გადატრიალებას მხარს უჭერს. სააკაშვილის მტკიცებით, მთელი ეს საქმე რუსული და უკრაინული სპეცსამსახურების ერთობლივი ფაბრიკაციაა, რომლის მიზანიც მისი პოლიტიკური განეიტრალებაა. 

სააკაშვილი ამბობს, რომ კითხვებს არ გაურბის და მზადაა შეკითხვებს უკრაინის სასამართლოში, ან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უპასუხოს.

დღის ამბები