27 დეკემბერი 2024,   03:14
ვრცლად
გიორგი კვირიკაშვილს პრემიერის პოსტზე სავარაუდოდ გიორგი გახარია ჩაანაცვლებს

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება დიდი სამთავრობო ცვლილებების მოლოდინში. „კურიერისთვის“ ცნობილი ხდება, რომ პრემიერ კვირიკაშვილის ირგვლივ დაწყებული სკანდალი, სწორედ მისი გადადგომით დასრულდება, თუმცა ეს არ იქნება ერთადერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. კვირიკაშვილთან ერთად, სავარაუდოდ პოსტს ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილიც ვერ შეინარჩუნებს. მოახლოებულ რადიკალურ ცვლილებებს არ გამორიცხავს მმართველი გუნდის ნაწილი. ღიად „ქართული ოცნების“ ლიდერები ამ თემაზე არ საუბრობენ, თუმცა არ არის გამორიცხული მთავრობის მეთაურის პოსტი გიორგი გახარიამ დაიკავოს.

სანდრო წყარო მმართველ გუნდში ამტკიცებს, რომ თავად გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე, ბიძინა ივანიშვილის ნდობით აღჭურვილი პირი გიორგი ლილუაშვილი შეცვლის, რომელმაც რამდენიმე დღეა პარლამენტიდან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გადაინაცვლა.

ცვლილებებია მმართველ გუნდშიც. ხუთშაბათს, ფრაქცია „ქართული ოცნება“ ამ შემადგენლობით მთავრობას ბოლოჯერ დაამტკიცებს, საგაზაფხულო სესიიდან მმართველ პარტიაში პოლიტიკური განქორწინება ოფიციალურად გაფორმდება. პარლამენტში ფრაქციას ქმნიან მომღერალ გია გაჩეჩილაძის მეგობრები, უკავშირდება თუ არა ეს პოლიტიკური სვლა, პრემიერისა და მისი მეგობრის გია გაჩეჩილაძის დაპირისპირებას, კამერების წინ მმართველი პარტიის ლიდერები ამ ფაქტს უარყოფენ.

გია გაჩეჩილაძის უახლოესი მეგობარი ბიძინა გეგიძე, რომელიც ერთ-ერთ ფრაქციას უხელმძღვანელებს „ოცნების“ დაანონსებულ გაყრასა და უცნობის ბრალდებებს შორის კავშირს უარყოფს. 

დღის ამბები