27 დეკემბერი 2024,   05:22
ვრცლად
ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა 2018 წლიდან სავალდებულო გახდება

ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა 2018 წლიდან სავალდებულო გახდება. ქაღალდზე დაწერილი რეცეპტები მომავალი წლიდან ელექტრონულად გაიცემა. რეფორმა პირველ ეტაპზე თბილისის მასშტაბით განხორციელდება, ეტაპობრივად კი მთელს საქართველოში.

პროექტი დღეს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კლინიკების წარმომადგენლებს გააცნო. დღეისათვის ელექტრონული რეცეპტების სახელმწიფო სისტემაში თბილისის მასშტაბით 1000-ზე მეტი ექიმი და 500-მდე სააფთიაქო დაწესებულებაა რეგისტრირებული.

„ამ სისტემაზე გადასვლა ძალიან მნიშვნელოვანია პირველ რიგში პაციენტებისათვის. რადგან მათ მნიშვნელოვან კომფორტს შეუქმნის. ასევე, მნიშვნელოვანია და ყველაზე მთავარია, ხარისხის კონტროლისათვის. ეს არის საერთაშორისოდ მიღებული სტანდარტი,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.

დღის ამბები