27 დეკემბერი 2024,   05:16
ვრცლად
საქართველოს ბანკის წერეთლის ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებული დაკავებულია

საქართველოს ბანკის წერეთლის ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებული, შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ექსპრეს ფილიალში შეიჭრა და მოლარე-ოპერატორს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა გამოსძალა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში აიყვანეს. ამოღებულია დანაშაულის იარაღი და გატაცებული თანხის ნაწილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 -ე ნაწილით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს რვიდან თორმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ემუქრება.

დღის ამბები