ქრთამის აღების, კომერციული მოსყიდვის და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, საგამოძიებო სამსახურმა ორი პირი დააკავა.
ერთი მათგანი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი, მეორე კი იმერეთის რეგიონში მოქმედი მსხვილფეხა პირუტყვის სასაკლაოს ხელმძღვანელი პირია.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, წინასწარი მოლაპარაკებით, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ქრთამის სახით მიღებული თანხის სანაცვლოდ, ყალბი მოწმობები დაამზადეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს.