27 დეკემბერი 2024,   04:46
ვრცლად
"ყველა შესაძლო ინსტრუმენტი ექსტრადირების განხილვის გაჭიანურებისთვის, მისმა ადვოკატებმა უკვე გამოიყენა"-პავლო პეტრენკო სააკაშვილზე საუბრობს

მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირების საკითხზე უკრაინის იუსტიციის მინისტრმა კომენტარი "ტვიტერის" სოციალურ ქსელში გააკეთა.

პავლო პეტრენკო წერს, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატებმა ექსტრადირების მოთხოვნის განხილვის გაჭიანურების მიზნით ყველა ინსტრუმენტი ამოწურეს. მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ ამ საკითხის განხილვა კვლავ გრძელდება.

"კომენტარს ვერ გავაკეთებ როგორი იქნება განხილვის შედეგი, ვინაიდან შესაბამისი იურიდიული პროცედურები გრძელდება. ერთადერთს ვიტყვი, ყველა შესაძლო ინსტრუმენტი ექსტრადირების განხილვის გაჭიანურებისთვის, მისმა ადვოკატებმა უკვე გამოიყენეს"- წერს უკრაინის იუსტიციის მინისტრი. 

დღის ამბები