27 დეკემბერი 2024,   04:40
ვრცლად
„ქართული ოცნების“ ფრაქციის დაშლა სახელმწიფოს მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება

„ქართული ოცნების“ ფრაქციის დაშლა სახელმწიფოს ჯამში მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება. მმართველი უმრავლესობის ლიდერები დღესაც ამტკიცებენ, რომ ხარჯი ნულოვანი იქნება, მაგრამ ახალი ფრაქციების თავმჯდომარეებს და მათ მოადგილეებს კანონით გარკვეული პრივილეგიები ეკუთვნით - მათ შორის ავტომობილები, პირადი მძღოლები და ა.შ.

პოლიტიკურ პარტიებში დარწმუნებულები არიან, რომ დამატებითი ფრაქციების შექმნა საბიუჯეტო სახსრების ფლანგვაა და მხოლოდ კონკრეტული ჯგუფების ინტერესებს ემსახურება.

ფრაქცია "ქართულ ოცნების" დაშლის შემდეგ, ორი ახალი ფრაქცია მუშაობას საგაზაფხულო სესიიდან დაიწყებს. საპროცედურო კომიტეტის თანხმობის შემდეგ, არ არის გამორიცხული მათი დარეგისტრირება უახლოესი ბიუროს სხდომაზე მოხდეს.

დღის ამბები