27 დეკემბერი 2024,   05:27
ვრცლად
ბანკების დაყაჩაღების სერია თბილისში - ბოლო 24 საათის განმავლობაში „საქართველოს ბანკი“ უკვე მეორედ დააყაჩაღეს

ბანკების დაყაჩაღების სერია თბილისში - ბოლო 24 საათის „საქართველოს ბანკი“ უკვე მეორედ დააყაჩაღეს. თავდამსხმელების სამიზნე დღეს დილით ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ბანკის ვარკეთილის ფილიალი გახდა. შენობაში 2 ნიღბიანი დილის 10-ის ნახევარზე შეიჭრა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხის გატაცება შეძლო და მიმალვა მოახერხეს.

„საქართველოს ბანკის“ მენეჯმენტი ამ დრომდე ასაიდუმლოებს თანხის ოდენობას, რომელიც წაიღეს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში აღნიშნული ბანკის ორი და ბოლო თვეების მანძილზე ბანკების ძარცვის ათობით შემთხვევა დაფიქსირდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი „კურიერს“ უყვება, რომ ბანკის ძარცვას საგანგებოდ მომზადებული დამნაშავეები რისკავენ. გიორგი ბაბუნაშვილი საფინანსო ინსტიტუტის სერიული ძარცვის ფაქტებს იხსენებს, როდესაც სავარაუდოდ, ერთი და იგივე დამნაშავემ, თანხა რამდენიმე ფილიალიდან წაიღო. ის ვერ დააკავეს, რადგან წამებში ჰქონდა გათვლილი თუ რა დროს სჭირდებოდა ბანკის გასაძარცვად და ტერიტორიის დასატოვებლად.

არასამთავრობო ორგანიზაციებში დარწმუნებულები არიან, რომ ციხეებიდან კრიმინალური ავტორიტეტების პოლიტპატიმრის სტატუსით გამოშვება კრიმინალურ სამყაროს დაუსჯელობის განცდას უტოვებს.

„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტზე სამართალდამცველებს ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ. უცნობია, გამოავლინეს თუ არა გამომძიებლებმა სავარაუდო ბრალდებული. ძიება ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.

დღის ამბები