27 დეკემბერი 2024,   05:07
ვრცლად
დაპირისპირება, რომელსაც შესაძლოა საქართველოსთვის უდიდესი ლიტერატურული პროექტი შეეწიროს-ფრანკფურტის წიგნის ბაზრობისთვის მზადება შეჩერებულია

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობამდე ათი თვით ადრე მზადების პროცესი გაყინულია. პრობლემას პროექტის ერთდროულად სამი ხელმძღვანელის არსებობა ქმნის.

საქართველომ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმრის სტატუსი მრავალწლიანი ძალისხმევის შედეგად მოიპოვა.

გრანდიოზული ლიტერატურული პროექტის მოსამზადებლად შეიქმნა წიგნის ეროვნული ცენტრი. ამ დაწესებულების მიერ გაწეული უზარმაზარი სამუშაოს შემდეგ კი დასკვნით ეტაპზე პროექტს ახალი ხელმძღვანელი დაენიშნა. კომისარი სალომე ზურაბიშვილი მინისტრის აღწერის მიხედვით ფრანკფურტში ჩვენი რეპრეზენტორი იქნება, ერთგვარი სიმბოლური ხელმძღვანელი. არსებობს კიდევ ერთი პასუხისმგებელი პირი, მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და მესამე, წიგნის ცენტრის დირექტორი.

წიგნის ცენტრში უარს ამბობენ გადაწყვეტილება სხვამ მიიღოს, მათ კი პასუხისმგებლობა დაეკისროს, მათშორის ფინანსურიც, რაც საკმაოდ დიდია. პროექტისთვის გათვალისწინებულია 16 მილიონი ლარი.

წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი რაიმე კომპრომისს გამორიცხავს. ის მზად არის გუნდთან ერთად, ცენტრი დატოვოს.

უშედეგოდ დამთავრდა ცენტრის თანამშრომლების და კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის შეხვედრა. მიშა გიორგაძე  პირობების წაყენებას  მართებულად არ მიიჩნევს. 

დღის ამბები