27 დეკემბერი 2024,   05:16
ვრცლად
"როდესაც ივანიშვილი გადაწყვეტს, რომ რომელიმე პერსონამ ამოწურა თავის თავი, მას შეცვლის“-ზურაბიშვილი კვირიკაშვილზე საუბრობს

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი დავით ზურაბიშვილი მთავრობაში ცვლილებებს ელოდება. მან ამის შესახებ გადაცემა "არჩევანში" პრემიერ-მინისტრის შესაძლო გადადგომის თაობაზე  საუბრისას განაცხადა. მისი თქმით ამ გადაწყვეტილებას იღებს ბიძინა ივანიშვილი.

„მან ააწყო ის სისტემა, სადაც ის მართავს მაგრამ არ ჩანს. როდესაც ის გადაწყვეტს, რომ რომელიმე პერსონამ ამოწურა თავის თავი, თავის ინტერესებიდან გამომდინარე მას შეცვლის,“-განაცხადა დავით ზურაბიშვილმა.

„რესპუბლიკური პარტიის“ წევრი აცხადებს, რომ 2012 წელს მაშინ როდესაც კოალიცია "ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში მასაც და მის თანაგუნდელებსაც ჰქონდათ იმედი, რომ ქვეყანა მრავალპარტიულ დემოკრატიამდე მივიდოდა, თუმცა ასე არ მოხდა. მისი თქმით ბიძინა ივანიშვილს სჭირდებოდა მხოლოდ ერთი მტრის ხატი “ნაციონალური მოძრაობის“ სახით და პოლიტიკაც სწორედ ამაზე ააგო.

დავით ზურაბიშვილის განცხადებით "ქართულ ოცნებას" ამჟამად 6 ფრაქცია აქვს და მალე გახდება 8 თუმცა, მათ შორის  არანაირი პოლიტიკური პარტიული გუნდი არ არსებობს. 

„მათ შორის თუ მოხდება რაიმე სახის დაპირისპირება და განხეთქილება ეს ნამდვილად არ ეხება პოლიტიკას და ხედვებს. იქ იქნება ტენდერში არ მოიგო, ნათესავები არ მოუწყო ვინმეს და ა.შ,“-განაცხადა დავით ზურაბიშვილმა. 

 

დღის ამბები