27 დეკემბერი 2024,   04:40
ვრცლად
ანი მიროტაძე უახლოეს მომავალში პოლიტიკურ ასპარეზზე ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნებას ვარაუდობს

„ეროვნული ფორუმის“ წევრი ანი მიროტაძე სამთავრობო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს. მისი თქმით დაგროვდა ბევრი პრობლემა და თემა „სისხლიანი 9 წელი" აღარ მუშაობს და სხვა სანახაობაა ახლა წარმოდგენილი.  

ანი მიროტაძე აცხადებს, რომ გიორგი კვირიკაშვილი უნდა გადადგეს, სხვა შემთხვევაში მას "გააგდებენ."

„თუ კვირიკაშვილი უნდა გადადგეს, უფრო სწორედ თუ წასვლაზეა ლაპარაკი უნდა გადადგეს. იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში გააგდებენ. მისთვისვე უკეთესია, რომ ის წავიდეს და გადადგეს და თქვას, რომ გაჩეჩილაძის გამო კი არ გადადგა, ქვეყანაში ძალიან სერიოზული პრობლემები რომ არის ადამიანები შიმშილის ზღვარზე რომ იმყოფებიან, ამის გამო უნდა გადადგეს, რომ მან პირობა, რომელიც აიღო, ვერ შეასრულა,“-განაცხადა ანი მიროტაძემ.

მისივე თქმით მას არ ჰგონია, რომ „ქართული ოცნებიდან“ გამოყოფილი ორი ახალი ფრაქციის შექმნით დასრულდება ყველაფერი და მალე ღარიბაშვილი გამოჩნდება პოლიტიკაში. ანი მიროტაძე აცხადებს, რომ ის ამ ფრაქციების გამოყენებით სავარაუდოდ შემოვა ისევ დაბრუნდება პოლიტიკაში.

მისივე თქმით დაპირისპირება, რომელიც „ქართულ ოცნებაში“ არსებობს არ უკავშირდება "უცნობის" განცხადებების. როგორც მიროტაძე აღნიშნავს, ეს დაიწყო გაცილებით ადრე შიგნით და უბრალოდ ახლა გამოვიდა გარეთ.

ანი მიროტაძე ამბობს იმასაც, რომ თავად უცნობიც მოქმედებდა წახალისებით სხვისი მხრიდან და მისი ეს გამოსვლაც კონკრეტულ ინტერესებს ემსახურება.

მისივე თქმით თავად პარლამენტი დაყოფილია გუნდებად.

„ქართული ოცნების“ ანატომია გამოიყურება შემდეგნაირად. იქ არის მაგალითად გაჩეჩილაძეების გუნდი, პრემიერ-მინისტრის  გუნდი. იქ არის  კალაძის გუნდი, იქ არის ახლა უკვე ღარიბაშვილის გუნდი, იქ არის სუს-ის გუნდი, იქ  არის უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის გუნდი. იცით როგორი ბიძინა ივანიშვილის, აი არავისი რომ მეტი არ სჯერათ, რას იტყვის ბატონი ბიძინა,“-განაცხადა ანი მიროტაძემ.

ანი მიროტაძის განცხადებით სუს-ის გუნდს ძირითადად მაჟორიტარები წარმოადგენენ. მისივე თქმით გაზაფხულზე შესაძლებელია, რომ დაემატოს კიდევ ორი ფრაქცია და ეს იქნება კალაძის ფრაქცია. 

დღის ამბები